შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 455

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 05, 2019 19:00

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2019

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (NN 19-10-1173; 01/07/2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის თაობაზე, შპს „TV ERA“-ს  მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2019 წლის 13 ივნისს ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. N16, სასტუმრო შპს „სენჩერი თრეველში“, განხორციელდა შპს „TV ERA“-ს  მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N33. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „TV ERA“ საკუთარი ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „იმედი“,     „რუსთავი     2“,     „მაესტრო“,     „მესამე“,     „მარაო“,     „ობიექტივი“,     „ტვ     პირველი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ერთსულოვნება“, „ერა“, „ტელეარხი 25“, „GDS“, „ОРТ“,„Россия 1”, “Киносемья”, „Кинопремиера“, „Матч ТВ“, „Россия К”, „ТВЦ“, „Дом Кино“, „Paramount channel“, “ID”, “Animal planet”, “Discovery”, “TLC”, “Fashion TV”, “History”, “Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“, „Пингвин“, „Шансон“, „Da vinchi kids“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”,“TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ru”, “Explorer”, “Visat History”, “Nature”, “Viasat sport”, “Vip premiera”, “Vip megahit”, “Vip comedy”, “Amedia hit HBO”, “Elevensports 1”, “TRT sport”, “Звезда”, „Мир“, “Amedia premium”, “RT”,“Детский”, “C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”, “Зоопарк”, „Еврокино“, “Иллюзион ру”,“Иллюзион+”, “Киномикс”, „Перец“, “CTC love”,“CTC”, “Домашний”, „Рен ТВ“, „Пятница“, “TV 3”, “Inter +”, “К 1”, “К 2”, “Enter Фильм”, „Кинокомедмия“, “TBN”,“Домашний инт”, „НТВ Мир“, „Киносерия“, „Индия ТВ“, „Бокс ТВ“, “Sony channel”, “Моя планета”, „XXI“, „МАМА“, „Авто 24“, “Музыка первого”, “Amedia 2”,“Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “Elevensports 2”,“RU TV”, “Мир 24”, „Ю“, “THT music“, “Хорошее Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, “Че”, “ТНТ4”, „ЧЕ“, „Euronews“, “360”, “T 24”, “Travel channel”,“Охота и рыбалка”, “Discovery Science”, “Food Tv”, “Наше tv”, “Fine living”, “История”,  “Nickelodeon”,  “VH1”, “DTX”,“Муз.ТВ”,“Сарафан”,  “MTV  hits”,„Детектив“,  „Бетселер“, „Живая планета“, “Cinema”,“Nat Geo Wild”, “Кухня ТВ”, “National Geographic”.

შპს „TV ERA-ს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოირკვა, რომ 2019 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, შპს „TV ERA“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: იმედი“,  „რუსთავი  2“,  „მაესტრო“,  „მესამე“,  „მარაო“,  „GDS“,  „ОРТ“,  „Россия  1”,  “Киносемья”, „Кинопремиера“, „Матч ТВ“, „Россия К”, „Дом Кино“, „Paramount channel“,“Fashion TV”,“Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“, „Пингвин“, „Шансон“, “Vip premiera”, “Vip megahit”, “Vip comedy”, “Elevensports 1”, “TRT sport”, “Звезда”, “RT”, “C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”, “Киномикс”,“CTC love”,“Домашний”, „Рен ТВ“,“TV 3”,“К 1”, “К 2”, “Enter Фильм”, „Кинокомедмия“, “TBN”,“Домашний инт”, „НТВ Мир“, „Киносерия“, „Индия ТВ“, „Бокс ТВ“, “Sony channel”, “Моя планета”, „МАМА“, “Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “Elevensports 2”,“RU TV”, „Ю“, “THT music“, “Хорошее Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, „ЧЕ“, “360”, “T 24”, “Travel channel”,“Охота и рыбалка”, “Food Tv”, “Наше  tv”,  “Fine  living”,  “История”,  “Nickelodeon”,  “VH1”,  “DTX”,“Муз.ТВ”,“Сарафан”,  “MTV hits”, „Детектив“, „Бетселер“, „Живая планета“, “Cinema”,“Nat Geo Wild”, “Кухня ТВ”, “National Geographic”.

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 18 ივლისს, რის შესახებ შპს „TV ERA“-ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-19-03/2159, 15/07/2019) და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის  მისაღებად. შეტყობინებით შპს „TV ERA“-ს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. აღნიშნული შეტყობინება კომპანიას არ ჩაბარდა.

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა 2019 წლის 18 ივლისის კომისიის სხდომაზე გადაიდო 2019 წლის 25 ივლისისთვის, რის თაობაზეც კომპანიას გაეგზავნა კომისიის 2019 წლის 18 ივლისის შეტყობინება Nგ-19-03/2197. შეტყობინება  ასევე   გამოქვეყნდა   საჯაროდ   კომისიის   ვებ-გვერდზე    www.gncc.ge.   კომისიის აღნიშნული შეტყობინება შპს “TV ERA”-ს არ ჩაბარდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2019 წლის 25 ივლისს კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა გადაიდო 2019 წლის 1 აგვისტოსთვის. შპს „TV ERA“-ს გაეგზავნა კომისიის 2019 წლის 25 ივლისის Nგ-19-03/2331 შეტყობინება, რაც კომპანიას არ ჩაბარდა. კომისიის 2019 წლის 25 ივლისის შეტყობინება ასევე გამოქვეყნდა საჯაროდ კომისიის ვებ- გვერდზე    www.gncc.ge.    კომისიის     სხდომა     შპს     „TV     ERAს“-სთვის     ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ჩატარდა 2019 წლის 1 აგვისტოს. სხდომას არ ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი. 

II. შესწავლილი მტკიცებულებები:

1.     კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია     მომსახურებების     რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის    1    ივლისის    N     19-10-1173     სამსახურებრივი    ბარათი თანდართული დოკუმენტებით;

2. კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის  2019   წლის  13  ივნისის  შემოწმების  აქტი  N33,  შემოწმების  პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD) და შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;

3.   კომისიის 2019 წლის 15 ივლისის N გ-19-03/2159 შეტყობინება შპს „TV ERA“-ს;

4.   კომისიის   2019   წლის   18   ივლისის   N   გ-19-03/2197   შეტყობინება   შპს   “TV   ERA”-ს; კომისიის 2019 წლის 25 ივლისის N გ-19-03/2331 შეტყობინება შპს “TV ERA”-ს;

5.     ამონაწერი   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული   პირების რეესტრიდან და  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს “TV ERA-ს” თაობაზე;

III.  დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის    უწყებრივი    რეესტრის    მონაცემებით,    შპს    „TV    ERA“    არის    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 26.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);

2. 2019 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე, ქ. ბათუმში, მისამართზე: ფარნავაზე მეფის N16, სასტუმრო შპს „სენჩერი თრეველში“, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს  მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N33. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე - შპს „სენჩერი თრეველის“ დირექტორი თ. ჯინჯიხაძე;

3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2019 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, შპს „TV ERA“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „მესამე“, „მარაო“, „ობიექტივი“, „ტვ პირველი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,„ერთსულოვნება“, „ერა“, „ტელეარხი 25“, „GDS“, „ОРТ“, „Россия 1”, “Киносемья”, „Кинопремиера“, „Матч ТВ“, „Россия К”, „ТВЦ“, „Дом Кино“, „Paramount channel“, “ID”, “Animal planet”, “Discovery”, “TLC”, “Fashion TV”, “History”, “Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“, „Пингвин“, „Шансон“, „Da vinchi kids“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”,“TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ru”, “Explorer”, “Visat History”, “Nature”, “Viasat sport”, “Vip premiera”, “Vip megahit”, “Vip comedy”, “Amedia hit HBO”, “Elevensports 1”, “TRT sport”, “Звезда”, „Мир“, “Amedia premium”, “RT”,“Детский”, “C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”, “Зоопарк”, „Еврокино“, “Иллюзион ру”,“Иллюзион+”, “Киномикс”, „Перец“, “CTC love”,“CTC”, “Домашний”, „Рен ТВ“, „Пятница“, “TV 3”, “Inter  +”,  “К  1”,  “К  2”,  “Enter  Фильм”,  „Кинокомедмия“,  “TBN”,“Домашний  инт”,  „НТВ  Мир“,„ Киносерия“,  „Индия ТВ“, „Бокс ТВ“, “Sony channel”, “Моя планета”, „XXI“, „МАМА“, „Авто 24“, “Музыка первого”, “Amedia 2”,“Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол  2”, “футбол  3”, “Elevensports 2”,“RU TV”, “Мир  24”, „Ю“,  “THT music“, “Хорошее  Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, “Че”, “ТНТ4”, „ЧЕ“, „Euronews“, “360”, “T 24”, “Travel channel”,“Охота и рыбалка”, “Discovery Science”, “Food Tv”, “Наше tv”, “Fine living”, “История”, “Nickelodeon”, “VH1”, “DTX”,“Муз.ТВ”,“Сарафан”, “MTV hits”,„Детектив“, „Бетселер“, „Живая планета“, “Cinema”,“Nat Geo Wild”, “Кухня ТВ”, “National Geographic”.

4. შემოწმების სისწორე დასტურდება 2019 წლის 13 ივნისის N33 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერით - 1 (CD);

5. შპს ,,TV ERA“-ს 2019 წლის 1 ივლისის მდგომარეობით  კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების:  „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „მესამე“, „მარაო“, „GDS“, „ОРТ“,„Россия 1”, “Киносемья”, „Кинопремиера“, „Матч ТВ“, „Россия К”, „Дом Кино“, „Paramount channel“,“Fashion TV”,“Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“,„Пингвин“,  „Шансон“,  “Vip  premiera”,  “Vip  megahit”,  “Vip  comedy”,  “Elevensports  1”,  “TRT  sport”,“Звезда”, “RT”, “C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”, “Киномикс”,“CTC love”,“Домашний”,„Рен ТВ“,“TV 3”,“К 1”, “К 2”, “Enter Фильм”, „Кинокомедмия“, “TBN”,“Домашний инт”, „НТВ Мир“,„Киносерия“, „Индия ТВ“, „Бокс ТВ“, “Sony channel”, “Моя планета”, „МАМА“, “Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “Elevensports 2”,“RU TV”, „Ю“, “THT music“, “Хорошее Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, „ЧЕ“, “360”, “T 24”, “Travel channel”,“Охота  и рыбалка”, “Food Tv”, “Наше tv”, “Fine living”, “История”,  “Nickelodeon”, “VH1”, “DTX”,“Муз.ТВ”,“Сарафан”, “MTV hits”, „Детектив“, „Бетселер“, „Живая планета“, “Cinema”,“Nat Geo Wild”, “Кухня ТВ”, “National Geographic” საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

6. კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის N76/18 გადაწყვეტილებით „შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, შპს “TV ERA“-ს მიეცა გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის   დარღვევის გამო.

IV.  სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს  საერთაშორისო   ხელშეკრულებები  და  შეთანხმებები,  ეს კანონი  და  სხვა ნორმატიული აქტები;

2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით),

,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის

2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.  „ლიტერატურული  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის”  ბერნის  კონვენციის   მე-11bis მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის   საჯარო   გადაცემის   უფლება   დართონ   სადენებითა   და  კავშირგაბმულობის უმავთულო   საშუალებებით.    შესაბამისად,   ხელშეკრულებები  იცავენ   რა   ავტორის   უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა  ნაწარმოების  საშუალებები  და  ხერხები.  ,,ბერნის  კონვენციისა”  და  „ისმო-ს ხელშეკრულების”   აღნიშნულ  დანაწესთან  სრულ  შესაბამისობაშია  „საავტორო  და  მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი  ან/და  ხელახალი  გადაცემის  ჩათვლით;  აგრეთვე  ნაწარმოების  გადაცემა სადენით  ან/და  უმავთულო  კავშირგაბმულობის  მეშვეობით  ისე,  რომ  ის ხელმისაწვდომი  იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;

5.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

7. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

11. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული  პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს                                    კანონმდებლობის,       მათ       შორის,       კომისიის       დადგენილებებითა       და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. 

ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  კომისიას  მიაჩნია,  რომ  სატელევიზიო  არხების:„იმედი“,  „რუსთავი  2“,  „მაესტრო“,  „მესამე“,  „მარაო“,  „GDS“,  „ОРТ“,  „Россия  1”,  “Киносемья”, „Кинопремиера“, „Матч ТВ“, „Россия К”, „Дом Кино“, „Paramount channel“,“Fashion TV”,“Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“, „Пингвин“, „Шансон“, “Vip premiera”, “Vip megahit”, “Vip comedy”, “Elevensports 1”, “TRT sport”, “Звезда”, “RT”, “C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”, “Киномикс”,“CTC love”,“Домашний”, „Рен ТВ“,“TV 3”,“К 1”, “К 2”, “Enter Фильм”, „Кинокомедмия“, “TBN”,“Домашний инт”, „НТВ Мир“, „Киносерия“, „Индия ТВ“, „Бокс ТВ“, “Sony channel”, “Моя планета”, „МАМА“, “Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “Elevensports 2”,“RU TV”, „Ю“, “THT music“, “Хорошее Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, „ЧЕ“, “360”, “T 24”, “Travel channel”,“Охота и рыбалка”, “Food Tv”, “Наше  tv”,  “Fine  living”,  “История”,  “Nickelodeon”,  “VH1”,  “DTX”,“Муз.ТВ”,“Сарафан”,  “MTV  hits”, „Детектив“, „Бетселер“, „Живая планета“, “Cinema”,“Nat Geo Wild”, “Кухня ТВ”, “National Geographic” ” შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „TV ERA“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis    მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის   მე-18   მუხლის   მე-2   პუნქტის   „ვ”   ქვეპუნქტი,   37-ე,   38-ე,   50-ე,   51-ე   მუხლები   და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, რაც სანქცირების საფუძველია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, კერძოდ, კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის N76/18 გადაწყვეტილებით შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს “TV ERA“-ს მიეცა გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის   დარღვევის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „TV ERA“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმა ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე, 0,5 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტე 30,000 ლარისა. შპს „TV ERA-ს“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი შეადგენს - 9 247,10 ლარს, შესაბამისად, შპს „TV ERA“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმა 9 247,10 ლარის ოდენობით; ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას უნდა დაევალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „მესამე“,„მარაო“, „GDS“, „ОРТ“, „Россия 1”, “Киносемья”, „Кинопремиера“, „Матч ТВ“, „Россия К”, „Дом Кино“, „Paramount channel“,“Fashion TV”,“Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“, „Пингвин“, „Шансон“, “Vip premiera”, “Vip megahit”, “Vip comedy”, “Elevensports 1”, “TRT sport”, “Звезда”, “RT”, “C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”, “Киномикс”,“CTC love”,“Домашний”, „Рен ТВ“,“TV 3”,“К 1”, “К 2”, “Enter Фильм”, „Кинокомедмия“, “TBN”,“Домашний инт”, „НТВ Мир“, „Киносерия“, „Индия ТВ“, „Бокс ТВ“, “Sony channel”, “Моя планета”, „МАМА“, “Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “Elevensports 2”,“RU TV”, „Ю“, “THT music“, “Хорошее Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, „ЧЕ“, “360”, “T 24”, “Travel channel”,“Охота и рыбалка”, “Food Tv”, “Наше tv”, “Fine living”, “История”, “Nickelodeon”, “VH1”, “DTX”,“Муз.ТВ”,“Сарафан”, “MTV hits”, „Детектив“, „Бетселер“, „Живая планета“, “Cinema”,“Nat Geo Wild”, “Кухня ТВ”, “National Geographic” ”არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

V.         სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis    მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების  უფლებათა  დაცვის  შესახებ”  რომის  1961  წლის  კონვენციის  მე-13  მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის„ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნი აციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის,  მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „TV ERA” (ს/ნ 245439609) დაჯარიმდეს 9 247,10 ლარის ოდენობით  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების,  ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების  უფლებათა  დაცვის  შესახებ”  რომის  1961  წლის  კონვენციის  მე-13  მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის   დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „TV ERA-მ“ პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300693251;

და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა;

3.  უზრუნველყოს შპს „TV ERA”-მ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „იმედი“,„რუსთავი 2“, „მაესტრო“, „მესამე“, „მარაო“, „GDS“, „ОРТ“, „Россия 1”, “Киносемья”, „Кинопремиера“, „Матч ТВ“, „Россия К”, „Дом Кино“, „Paramount channel“,“Fashion TV”,“Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“, „Пингвин“, „Шансон“, “Vip premiera”, “Vip megahit”, “Vip comedy”, “Elevensports 1”, “TRT sport”, “Звезда”, “RT”, “C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”,   “Киномикс”,“CTC   love”,“Домашний”,   „Рен   ТВ“,“TV   3”,“К   1”,   “К   2”,   “Enter   Фильм”, „Кинокомедмия“, “TBN”,“Домашний инт”, „НТВ Мир“, „Киносерия“, „Индия ТВ“, „Бокс ТВ“, “Sony channel”, “Моя планета”, „МАМА“, “Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “Elevensports 2”,“RU TV”, „Ю“, “THT music“, “Хорошее Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, „ЧЕ“, “360”, “T 24”, “Travel channel”,“Охота и рыбалка”, “Food Tv”, “Наше tv”, “Fine living”,   “История”,   “Nickelodeon”,   “VH1”,   “DTX”,“Муз.ТВ”,“Сарафан”,   “MTV   hits”,   „Детектив“,„Бетселер“,   „Живая   планета“,   “Cinema”,“Nat   Geo   Wild”,   “Кухня   ТВ”,   “National   Geographic” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

4.      დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TV ERA”-სთვის გაგზავნა   და   კომისიის    ოფიციალურ    ვებ გვერდზე    www.gncc.ge  გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ჭელიძე) შპს „TV ERA“-ს სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „TV ERA“-სთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „TV ERA“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი გადაწყვეტილების (მე-4 და მე-5  პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტს (ი. მახარაძე) და საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურს (ნ. დევდარიანი).

კახი ბექაური  კომისიის თავმჯდომარე

  ელისო ასანიძე  კომისიის წევრი 

 გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

თანდართული დოკუმენტები: