გადაწყვეტილება N 3 სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-სათვის ფასიანი სერიული ნომრების გამოყენებაზე დროებითი ნებართვის მიცემის შესახებ.

ნომერი: 3 /

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2000

მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის

მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 3/7

 

2000 წელი, 1 სექტემბერი                                                                              თბილისი

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2”-სათვის  ფასიანი სერიული ნომრების გამოყენებაზე დროებითი ნებართვის მიცემის შესახებ.

კომისიამ გადაწყვიტა:

                                                                                   

1. მიეცეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2”-ს დროებითი ნებართვა ფასიანი სერიული ნომრების (8 006 006 და 8 003) გამოყენებაზე.

2. კომისიის მიერ ნორმატიული ბაზის შემუშავების შემდგომ კომპანია „რუსთავი-2”-მა სერიული ნომრების გამოყენება მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.

3. ცნობად იქნას მიღებული ტექნიკური სამსახურის ინფორმაცია ნუმერაციის სისტემის გამოყენების თაობაზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. კერძოდ, ნუმერაციის სისტემის, როგორც ციფრების კომბინაციის საშუალებით, ხდება ტერმინალური მოწყობილობების კავშირგაბმულობის საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვა. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ნუმერაციის რესურსი არ შედის ნუმერაციის სისტემაში, აღნიშნული რესურსით სარგებლობა არ საჭიროებს ლიცენზიის აღებას და მისი გამოყენება დასაშვებია კომისიასთან შეთანხმებით. 

 4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები