მედიააკადემიაში მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და წამყვანებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ივნისი 20, 2019 15:13

კომუნიკაციების კომისიის, მედია აკადემიისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, მედია ორგანიზაციების მენეჯერებს, პროდიუსერებსა და წამყვანებს რუსულ პროპაგანდასა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე  ბრაიან უიტმორი ესაუბრა.

ბრაიან უიტმორი უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და რუსული პროგრამის დირექტორია ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრში (CEPA), რომელიც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთში პოლიტიკურ პროცესებს იკვლევს. წლების განმავლობაში, ბრაიან უიტმორი რადიო თავისუფლების უფროს ანალიტიკოსად და მოსკოვსა და პრაღაში "The Boston Globe"-ის საგარეო კორესპონდენტად მუშაობდა. მან ახლახან დაასრულა მუშაობა წარმატებულ პროგრამაზე რუმინეთზე რუსეთის საზიანო გავლენების შესახებ.

საქართველოში უიტმორი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით იმყოფება.

ფოტოალბომი: