კომისიამ „სამოქალაქო აქტივების ცენტრის“ საჩივრის საფუძველზე „მიკრონეტი“ გააფრთხილა

აგვისტო 24, 2018 15:20

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „სამოქალაქო აქტივების ცენტრის“ საჩივარი, რომელიც ინტერნეტ-მომსახურების ხარისხს ეხებოდა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შპს „მიკრონეტს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა. კომისიის მიერ საკითხის შესწავლის პროცესში, კომპანიას „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტისა და „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მთელი რიგი დარღვევები დაუფიქსირდა. აღნიშნული სამართალდარღვევების გამო, კომისიამ შპს „მიკრონეტი“ წერილობით გააფრთხილა მისცა და სააბონენტო ხელშეკრულების პირობების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის ვადად ერთი თვე განუსაზღვრა.