M2M/IoT მომსახურებებისთვის ნუმერაციის რესურსის ცალკე გამოყოფის ან/და მისი გაზრდის საჭიროების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები

სექტემბერი 30, 2019 11:46

კომუნიკაციების კომისიამ M2M/IoT მომსახურებებისთვის ნუმერაციის რესურსის ცალკე გამოყოფის ან/და მისი გაზრდის საჭიროების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა. 

დოკუმენტის მიზანი ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაცნობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე M2M (Machine-to-Machine – “მოწყობილობებს შორის კავშირი”) და IoT (Internet of Things – “საგანთა ინტერნეტი”) მომსახურებებისთვის საქართველოში ნუმერაციის რესურსის ცალკე გამოყოფის ან/და მისი გაზრდის საჭიროების შეფასება და ამ საკითხზე დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების მიღებაა.

მსოფლიოში M2M/IoT შეერთებების უპრეცენდენტო ზრდის პროგნოზირება ფართოზოლოვანი მომსახურებებისა და 5G ტექნოლოგიის განვითარების შედეგია, რაც იწვევს  აუცილებლობას შეფასდეს ნუმერაციის არსებული რესურსი მასზე მზარდი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. ამასთან, M2M/IoT მომსახურებების თვისობრივი განსხვავება სხვა ტრადიციული მობილური მომსახურებებისგან იწვევს მათი დამოუკიდებელი ანალიზის საჭიროებას, რისთვისაც ნუმერაციის რესურსის ცალკე გამოყოფა ერთ-ერთი წინაპირობაა.

საკონსულტაციო პერიოდი მოიცავს სამ კვირიან ვადას. გთხოვთ, პასუხები წარმოადგინოთ ელექტრონული სახით (დისკით, ან ფოსტაზე: post@gncc.ge), არაუგვიანეს 2019 წლის 22 ოქტომბრისა

დაინტერესებული მხარეების მიერ გამოგზავნილი პასუხები და კომუნიკაციების კომისიის პოზიცია გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 18 ნოემბრისა. 

თანდართული დოკუმენტები: