სექტემბერი 26, 2019 17:52

დასრულებული: სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ვაკანსიაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი, რომელიც  უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზრის  კონკურენციის წინასწარი რეგულირებას,  ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას,  გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვებისა და ურთიერთჩართვის უზრუნველყოფას; ასევე, საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის რეგულირებას და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს.

თანამდებობრივი სარგო:    6660 დან 8325 მდე  (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება:  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კომისია

კატეგორია -  ფინანსები

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადა: 2019 წლის  26 სექტემბერიდან  7 ოქტომბრის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  • ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრა; ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევა/ ანალიზის ჩატარება; მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირ(ებ)ის გამოვლენა და  მათზე სპეციფიური ვალდებულებების  დაკისრება;
  • მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებებისა და პირობების შესრულების მონიტორინგი, მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებები ინიცირება;
  • ერთი ან რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის შეზღუდვის მიზნით,  შერწყმის და წილის/აქტივების შეძენის საკითხთან დაკავშირებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და შესაბამისი  გადაწყვეტილებების პროექტის მომზადება;
  • ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიისა და შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების  სიხშირული ზოლის მაქსიმალურად დასაშვები ოდენობის დადგენა;
  • სატარიფო რეგულირების მიზნით საცალო/საბითუმო ტარიფის კალკულაციის შესაბამისი მოდელ(ებ)ის (LRIC, FAC, Marginal cost და ა.შ) განსაზღვრა და მოდელის შედგენა, შესაბამისი საცალო/საბითუმო ტარიფების გაანგარიშება;
  • განცალკევებული ხარჯთაღრიცხვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა და  ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
  • მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ შემუშავებული ოფერტების შესწავლა;
  • ავტორიზებული პირების მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტ(ებ)ის გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  კომისიის შესაბამისი  გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
  • თანამშრომელთა მოტივირება და პროფესიულ ზრდის ხელშეწყობა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება: მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის ან  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: 10 წელი 

  • სულ მცირე 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსების მართვის, აღრიცხვის, აუდიტის, ბიუჯეტირების ან ანგარიშგების კუთხით.
  • სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური მართვის ან კომერციული მიმართულებით სატელეკომუნიკაციო სფეროში მომუშავე ორგანიზაციებში ან საკონსულტაციო კომპანიებში სატელეკომუნიკაციო განხრით.
  • ფინანსების მართვის,  აღრიცხვის, ან აუდიტის,  ბიუჯეტირების ან ანგარიშგების კუთხით დეპარტამენტის/ განყოფილების/ჯგუფის უფროსად ან პროექტების/პროცესების მართვის მიმართულებით სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“,
  • საქართველოს  კანონი  კონკურენციის შესახებ;
  • IFRS სტანდარტების ცოდნა;

ენების ცოდნა

  • ინგლისური ენა -  C1

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office MS Office (Word, Power Point) -  კარგი; MS  Excel – ძალიან კარგი;

კომპეტენცია და  უნარები:

  • კომპლექსური აზროვნება.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • სიზუსტე  და  დეტალებზე  ორიენტირებულობა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

განაცხადის შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  (იხ. ნიმუში)

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

  1. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
  2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა,
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება,
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება.

ზეპირი დავალება   და გასაუბრება  ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების და ინგლისური ენის ცოდნის და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

 

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის №653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

 საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი: ქეთევან დოლიძე, ტელ: +995322393617; ელ-ფოსტა vacancy@gncc.ge

დაინტერესებულ პირებსგთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზემოთხოვნლი წესის შესაბამისად

სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები