სექტემბერი 18, 2018 17:09

დასრულებული: ვაკანსია ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  ბაზრის ანალიზის  მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე                                       

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა. კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით, კომისიის აპარატში შექმნილია ბაზრის ანალიზისა და  სტრატეგიული განვითარების  დეპარტამენტი, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო და მაუწყებლობის ბაზრების ანალიზსა და შეფასებას,  კომისიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ზედამხედველობას. დამატებითი ინფორმაცია იხ: http://gncc.ge

თანამდებობრივი სარგო:      4995  ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება  ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს

სამუშაოს ტიპი:                  სრული განაკვეთი

კატეგორია:                          კვლევა და ანალიზი

გამოსაცდელი ვადა:                      6 თვე

საბუთების მიღების ვადები:       2018 წლის 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

ა) ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციების კვლევა როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეკონომიკური ანალიზი და შესაბამისი ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) ელექტრონული   კომუნიკაციების დარგის  სეგმენტების   მიმზიდველობის   ანალიზი კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების საფუძველზე;

გ)  ელექტრონული  კომუნიკაციებისა  და  მაუწყებლობის  დარგების  განვითარების  საერთაშორისო  ტენდენციების კვლევა, შედარებითი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება

დ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და სამაუწყებლო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კომისიის მარეგულირებელ გადაწყვეტილებათა გავლენის კვლევა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ე)   ამოწურვადი   რესურსით   სარგებლობის   საფასურის   საწყისი   ოდენობისა   და   სალიცენზიო   გადასახდელის ოდენობათა განსაზღვრა;

ვ)   თავისი   კომპეტენციის   ფარგლებში,   საერთაშორისო   და   ადგილობრივ   ორგანიზაციებთან   საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;

ზ) თავისი   კომპეტენციის   ფარგლებში,   საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მიმდინარე პროექტების კოორდინირება.

თ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და სამაუწყებლო ბაზრის მნიშვნელოვან რყევებზე მონიტორინგის გაწევა, რყევის გამომწვევი მიზეზების ანალიზი და ინფორმაციისა და ანგარიშების მიწოდება კომისიისა და კომისიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;

ი) კომისიის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის  შემუშავებაში მონაწილეობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:  ბაკალავრის ხარისხი

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სატელეკომუნიკაციო (ელ. კომუნიკაციები), საინფორმაციო ტექნოლოგიების, ეკონომიკის ან  ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით; 

სამუშაო გამოცდილება:  5 წელი

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება სატელეკომუნიკაციო, საკომუნიკაციო აპარატურის მწარმოებელ ან მომსახურეობის მიმწოდებელ კომპანიებში   ანალიტიკური, სტრატეგიული, პროდუქტების განვითარების, მარკეტინგის ან გაყიდვების  მიმართულებით.

სასურველია მობილურ და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება.

 

საკონკურსო თემატიკა:            

  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის  წლიური ანგარიში   http://gncc.ge/uploads/other/3/3117.pdf
  • კომისიის ანალიტიკური პორტალი https://analytics.gncc.ge/

უცხოური ენების ცოდნა;

  • ინგლისური ენა (წერითი უნარები, მეტყველება) -   B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (MS Word,  MS Excel,  MS Power Point ) - ძალიან კარგი

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •  ცვლილებებისა და სიახლეების  ინიცირების უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • სიახლეებისადმი ღიაობა, სწავლის უნარი;

 

განაცხადის შევსების დროს  „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელიც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში. 

 

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

  • ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

 

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

 

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  1.  ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
  2. ეტაპი - ზეპირი დავალება;
  3. ეტაპი - გასაუბრება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა: 

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

აპლიკანტი, რომელსაც არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია ან არასრულად წარმოადგინა დოკუმენტაცია, არ დაიშვება კონკურსის მომდევნო ეტაპზე. 

მეორე ეტაპი -  ზეპირი დავალება:  საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარების (ანალიტიკური აზროვნება, მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი, ანალიზი)  და ინგლისური ენის კომპეტენციების შეფასება შემთხვევათა ანალიზის მეთოდით. 

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ზეპირი დავალების (აღნიშნულ) ეტაპზე, რეიტინგულ სიაში საუკეთესო ქულების მქონე  30%  გადავა   შეფასების შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე. 

მესამე ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო  კომისიასთან - კომისიის მიერ ვაკანტური პოზიციისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად: 

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განაცხადის წარმოდგენის  ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი:

ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი:  ქეთევან დოლიძე  ტელ: +995 322386157;    ელ-ფოსტა:  vacancy@gncc.ge 

 

დაინტერესებულ პირებსგთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზემოთხოვნილი წესის შესაბამისად


https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/51952?active=1

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები